71 წლის ასაკში ცნობილი კანადელ-ამერიკელი მსახიობი კეტრინ ო'ჰარა გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა მენეჯერმა გამოცემა Variety-ს დაუდასტურა.
Variety-ს ცნობით, მსახიობი 30 იანვარს, ლოს ანჯელესში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
კეტრინ ო'ჰარამ კარიერა სკეტჩებში მონაწილეობით დაიწყო. მან ცნობილ საშობაო ფილმში "მარტო სახლში" პირველ და მეორე სერიაში მთავარი გმირის, კევინ მაკალისტერის დედის როლის შეასრულა. ასევე მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა კანადურ სატელევიზიო სიტკომში Schitt's Creek შესრულებულმა როლმა.
კეტრინ ო'ჰარას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის არის ოქროს გლობუსი, ემი, Critics Choice Awards და სხვები.