ამერიკული სატელევიზიო პრემია „ემის“ დაჯილდოების 75-ე ცერემონია მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვის გამო გადაიდო - აღნიშნულ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ღონისძიება 18 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ახალი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

1960 წლის შემდეგ  ეს სცენარისტების და  მსახიობების პირველი  ერთობლივი საპროტესტო აქციაა, გაფიცვის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სტრიმინგ-სერვისებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე კონტრაქტების გადახედვას ითხოვენ. 

მსახიობების და  სცენარისტების გაერთიანება SAG-AFTRA, - მ მხარი გაფიცვას მას  შემდეგ  დაუჭირა, რაც პროფკავშირებმა ვერ  მიაღწია  შეთანხმებას ისეთ სტუდიებთან როგორიცაა NBC News - ის მფლობელი კომპანია Comcast.  ეს  არის  პირველი  შემთხვევა როდესაც SAG-AFTRA მხარს უჭერს  სამუშაოების  შეჩერებას. 

 გაფიცვის მონაწილეებს ეკრძალებათ საჯარო ღონისძიებები, მათ შორის ინტერვიუები მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში. Variety-ის ცნობით, 2001 წლის 11 სექტემბრის  შემდეგ „ემის“ ცერემონიალის გადადების პირველი შემთხვევაა.