Москвич 3-ის კროსოვერები, Комфорт 2,25 მილიონი რუბლი ეღირება, ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ Москвич-ის საბაზისო ვერსიასთან შედარებით, ახალ მოდელს გაუმჯობესებული ფუნქციები აქვს: სრული LED ოპტიკა, გამაფრთხილებელი სიგნალი შესაძლო შუბლის შეჯახებისა და ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში, კამერის ყოვლისმომცველი სისტემა, შორ მანძილზე მაშუქი ფარების ავტომატური მართვა და სხვა.
Москвич-ის ბრენდის ქვეშ მანქანების აწყობა, 2022 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ფედერაცია ფრანგულმა Renault-მ დატოვა, რომელიც ამ ქარხანას მანამდე ფლობდა.
ქარხანა აწარმოებს ჩინურ JAC კომპონენტებზე დაფუძნებულ კროსოვერის ორ მოდელს - Москвич 3 შიდა წვის ძრავით და Москвич 3e ელექტრომობილებს.