მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტების და თავდაცვითი პოზიციების აგება დაიწყეს, გზებს ნაგვის მანქანებით ხერგავენ, ამის შესახებ რუსული მედია წერს.

სიმფეროპოლის გზატკეცილზე გადაკეტილია ხიდი, შეზღუდულია მოძრაობა პარალელურ ტრასაზე „М4 დონი“, სადაც ვაგნერის კოლონა გადაადგილდება. სტრატეგიული ხიდი ქვიშით სავსე თვითმცლელებითა და წყლით სავსე სარწყავი მანქანებით არის გადაკეტილი. ნაწილობრივაა გადაკეტილია ტრასა „ურალი“, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით რიაზანზე გადის.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით „ვაგნერში“ დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ამის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში მყოფი 25 000 მებრძოლი დაიძრა, რომ აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს. 

დღეს, 24 ივნისის სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერმა“ დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა. ამას გარდა, ანტიტერორისტულ კომიტეტის ცნობით, მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით „ვაგნერელებს“ გეზი მოსკოვისკენ აქვთ, რის გამოც მოსკოვის მისასვლელების ჩაკეტვა და სატვირთო მანქანებით ჩახერგვაა დაწყებული.