რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ამერიკულ ტელეარხ CBS-ისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად. ლავროვის ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, რაც რუსეთმა მოწინააღმდეგის ტერიტორიების დაბომბვა გააძლიერა და აშშ-ს პრეზიდენტის მიერ უკრაინის საკითხზე ინცირებული მოლაპარაკებები, ყირიმის საკითხის გამო, ჩიხში შევიდა.
რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალების ცნობით, ვაშინგტონს სურს, რომ რუსეთის მიერ ყირიმი ანექსია საბოლოოდ აღიაროს, რათა ამით გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უზრუნველყოს. მაგრამ ეს ვარიანტი კატეგორიულად მიუღებელია ვლადიმირ ზელენსკისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი ამ საკითხში დათმობაზე არ წავა.
იმ პირობებში, როდესაც რუსები თავიანთ თავდასხმებს აძლიერებენ და გრძნობენ, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფრთები შეესხათ, რამდენად შეუძლიათ უკრაინელებს ყირიმზე კონტროლის შენარჩუნება, თუნდაც კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების რისკის ფასად?
ან იქნებ, ყირიმის საკითხზე მოლაპარაკებები საშუალებას აძლევს რუსებს, რომ დრო მოიგონ და ფრონტის ხაზი წინ გადაწიონ? ამ საკითხზე თავიანთ შეხედულებებს გამოთქვამენ უკრაინაში მყოფი ბელგიელი კორესპონდენტი, მარინ მერსიე და რუსეთის საკითხების სპეციალისტი, ნინა ბაჩკატოვა.
ყირიმი - სამშვიდობო მოლაპარაკებებში წარუმატებლობის ნამდვილი მიზეზი?
ყირიმი არის სტრატეგიული ნახევარკუნძული, რომელიც, უკრაინის სამხრეთით და აზოვის ზღვისა და რუსეთის დასავლეთით მდებარეობს და შავ ზღვაშია შეჭრილი. ის ბოლო დღეებში გაჩაღებული მწვავე დისკუსიებისა და ურთიერთთავდასხმების ეპიცენტრში აღმოჩნდა.
დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან მისი (ტრამპის) შესაძლო გარიგების დაბლოკვაში დაადანაშაულა, რადგან ზელენსკი მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებაზე უარს ამბობს.
ასეთმა ვითარებამ, როგორც ჩანს, რუსეთს ფრთები შეასხა, რომელმაც მოწინააღმდეგეზე თავდასხმები გააძლიერა. „მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ყირიმზე დისკუსია წამოიწყო, რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება“, - აღნიშნა მარინ მერსიემ.
ACLED-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმები გახშირდა. მან თავის პიკს 14 იანვარს მიაღწია, როდესაც, ერთი დღის განმავლობაში, 237 თავდასხმა განხორციელდა.
ამ ხუთშაბათს კიევზე გამანადგურებელი დარტყმების მიტანის შემდეგ, დონალდ ტრამპს მოუწია, ვლადიმერ პუტინისთვის ასეთი ოპერაციების შეწყვეტა ეთხოვა. „არასაჭირო და ძალიან უდროო“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა თავის სოციალურ პლატფორმა Truth-ზე და რუს კოლეგას მიმართა: „შეჩერდი, ვლადიმერ!“. ამასობაში კი, 2025 წლის მარტიდან, მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.
უკრაინელები ყირიმის დათმობას არ აპირებენ
რუსების მზარდი დარტყმების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის ყირიმის დათმობაზე კატეგორიული უარი თქვა. „განსახილველი არაფერია[…] ეს ჩვენი ტერიტორიაა“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. მარინ მერსიე ზელენკის პასუხს ასე განმარტავს: „უკრაინაში არავინ ცხოვრობს ილუზიებში. აქ კარგად ესმით, რომ უახლოეს მომავალში ყირიმის დაბრუნება შეუძლებელი იქნება. მაგრამ რუსეთისთვის ყირიმის ოფიციალურად გადაცემამდე კიდევ რჩება ნაბიჯი, რომელსაც კიევი არ გადადგამს ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გადაუსვა“.
„კლიშები ვერ დაგვეხმარება, რომ ყირიმის საკითხში გამოსავალი ვიპოვით“
ნინა ბაჩკატოვის თქმით, ყირიმის სტატუსის გამოსავალი უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ძალაუფლების ბალანსს; ეს ასევე მოითხოვს ნამდვილ დიპლომატიასთან დაბრუნებას, რომელსაც შეუძლია რადიკალურად წინ “ რუსებისთვის ეს ისტორიული ტერიტორიაა, რომელიც თარიღდება ეკატერინე II-ით. უკრაინელებისთვის ეს საზღვრის ლეგიტიმობის საკითხია“, - აჯამებს ნინა ბაჩკატოვი, ულიეჯის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი და რუსეთის სპეციალისტი.
ყირიმი მართლაც იყო რუსეთის ყოფილი ტერიტორია, რომელიც 1991 წელს უკრაინის შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით შევიდა, 2014 წელს კი რუსებმა მიიერთეს. მისი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დღეს რუსები შეადგენენ, უკრაინელები კი უმცირესობაში არიან, ისევე როგორც ყირიმელი თათრები, რომლებიც XVII საუკუნეში ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ კი ბოლშევიკურმა რევოლუციამ გაანადგურა]https://www.rtbf.be/article/la-crimee-en-toile-de-fond-du-dernier-roman-d-alain-lallemand-11333014 (). ამჟამად ისინი ყირიმის მოსახლეობის [თორმეტ პროცენტს შეადგენენ. „ყირიმი ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია და ამიტომ, კლიშეებით ვერ ვიპოვით გამოსავალს“, - განმარტავს ნინა ბაჩკატოვა.
ომი უკრაინაში: ყველაფერი ყირიმის 2014 წლის ანექსიით დაიწყო? (ფრანგულ ენაზე)
ჩიხი თუ შემობრუნების წერტილი?
უკრაინის მიერ ყირიმის დათმობაზე უარის თქმით და მასზე დარტყმების გაძლიერებით, დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული სამშვიდობო შეთანხმება, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა. „ჰორიზონტზე აბსოლუტურად არაფერი იკვეთება“, - წუხს მარინ მერსიე.
„ერთი მხრივ, არის რუსეთი, რომელიც უკრაინის დაპყრობას აგრძელებს. ამ შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინის საქმეს დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამარტივებს. მეორე მხრივ, არის უკრაინა, რომელსაც რამდენიმე კვირაში ამერიკული დახმარების ბოლო პაკეტი ამოეწურება“, - აფასებს სიტუაციას მარინ მერსიე. ნინა ბაჩკატოვი კი კონფლიქტში „შემობრუნების წერტილს“ მაინც ხედავს: „ზელენსკი იმედოვნებს, რომ ამერიკული დახმარების შესახებ დონალდ ტრამპთან რომში, პაპის დაკრძალვაზე შეხვედრის დროს ისაუბრებს. მან იცის, რომ რთულ მდგომარეობაში იმყოფება და ისიც ესმის, მცირე ხნით დაზავება რუსებსაც არ აწყენთ“, - აცხადებს რუსეთის საკითხების სპეციალისტი.
წყარო: 1 არხი