უგან­დის ბვინ­დის უღ­რა­ნი ტყის ეროვ­ნულ პარკში, კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ბი­ო­ლოგ­მა მვე­ზი მუ­გერ­ვამ უც­ნო­ბი არ­სე­ბა შე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ში­ნა­ურ კა­ტა­ზე ორ­ჯერ დიდი იყო.

კო­ლე­გებ­მა ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ შეძ­ლეს, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ამ სა­ხე­ო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან: ეს ოქ­როს­ფე­რი კა­ტაა, რო­მელ­საც აფ­რი­კა­ში ემ­ბე­კას სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ.

ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბა იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თია, რომ IUCN-ის ბოლო შე­ფა­სე­ბა­ში, მისი პო­პუ­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არის მო­ცე­მუ­ლი. ბუ­ნე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რი (IUCN), სამ­თავ­რო­ბო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ქსე­ლი, დიდი ხა­ნია აკ­ვირ­დე­ბა გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ ამ ვე­ლურ ცხო­ველს.

მვე­ზი მუ­გერ­ვამ 2019 წელს აფ­რი­კის ოქ­როს­ფე­რი კა­ტის კონ­სერ­ვა­ცი­ის ალი­ან­სი (AGCCA) და­ა­არ­სა, რო­მე­ლიც 19 ქვეყ­ნის 46 კონ­სერ­ვა­ტო­რის­გან შემ­დგა­რი ქსე­ლია. ამავდრო­უ­ლად, აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Panthera, ავი­თა­რებ­და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ალ­გო­რითმს, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო სუ­რა­თე­ბის სწრა­ფად და­ხა­რის­ხე­ბა და ცალ­კე­უ­ლი კა­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მათი უნი­კა­ლუ­რი ბეწ­ვის ნი­მუ­შე­ბის მი­ხედ­ვით.

ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ბი­ო­ლო­გი მვე­ზი მუ­გერ­ვა

"ეს მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ახლა ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ რა­ო­დე­ნო­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბის არე­ალ­ზე“, - ამ­ბობს მუ­გერ­ვა და დას­ძენს, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­რე­შე, ცალ­კე­უ­ლი კა­ტე­ბის გარ­ჩე­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მათი მცი­რე ზო­მი­სა და დახ­ვე­წი­ლი ნიშ­ნე­ბის გამო.

აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში, ოქ­როს­ფე­რი კატა იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა მო­ნა­დი­რე­ე­ბის სა­მიზ­ნე. თუმ­ცა, ღო­რე­ბი­სა და ან­ტი­ლო­პე­ბის­თვის მო­წყო­ბი­ლი ხა­ფან­გე­ბი ხში­რად მათ სი­ცო­ცხლე­საც უქ­მნის საფრ­თხეს.

წყა­რო:  ambebi.ge