10 წელ­ზე მეტი ხნის წინ, გე­ო­მეც­ნი­ერ­მა გრი­ფიტ ტე­ი­ლორ­მა ან­ტარ­ქტი­და­ზე, ექ­სპე­დი­ცი­ის დროს, უნი­კა­ლუ­რი ჩანჩქე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა - მყინ­ვა­რის ქვე­მო­დან მო­ე­დი­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე წყა­ლი, რო­მე­ლიც ჰა­ერ­თან შე­ხე­ბი­სას წი­თელ ფერს იღებს.

  • ჩანჩქე­რის წყა­რო ტბა­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც 400 - მეტ­რი­ა­ნი ყი­ნუ­ლის ქვეშ იმა­ლე­ბა, უშუ­ა­ლოდ წი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის წყლის ად­გი­ლი­დან კი და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი.

ად­გილ­ზე ჩა­სუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ წყლის ასე­თი შე­ფე­რი­ლო­ბა წყალმცე­ნა­რე­ე­ბის ბრა­ლი იყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დად­გინ­და, ქა­ნე­ბის ან წყა­რო­ე­ბის მო­წი­თა­ლო ფერი გა­მოწ­ვე­უ­ლია რკი­ნით მდი­და­რი მი­ნე­რა­ლე­ბით, რო­გო­რი­ცაა მაგ­ნე­ტი­ტი , გო­ე­თი­ტი ან ჰე­მა­ტი­ტი (ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც სის­ხლის ქვა). 1960-იან წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ტე­ი­ლო­რის მყინ­ვა­რი­დან აღე­ბულ წყლის ნი­მუ­შებ­ში ასე­თი მი­ნე­რა­ლე­ბის მხო­ლოდ ძა­ლი­ან მცი­რე კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რაც საკ­მა­რი­სი არ იყო სის­ხლის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის ასახ­სნე­ლად.

ამ­ჯე­რად, ალას­კის ფერ­ბენ­ქსის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და კო­ლო­რა­დოს კო­ლე­ჯის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კვლე­ვით­მა ჯგუფ­მა ეს აშ­კა­რა სა­ი­დუმ­ლო ანა­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნი­კის კომ­ბი­ნა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ამოხ­სნა. კვლე­ვის ავ­ტო­რებ­მა წყლი­სა და ნი­ა­და­გის ნი­მუ­შე­ბი გამ­ტა­რი ელექტრო­ნუ­ლი მიკ­როს­კო­პის (TEM) გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ის­წავ­ლეს. TEM-ს ობი­ექ­ტე­ბის 2 მი­ლი­ონ­ჯერ გა­დი­დე­ბა შე­უძ­ლია.

მკვლევ­რებ­მა წყალ­ში პა­წა­წი­ნა სფე­რო­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­თა დი­ა­მეტ­რი სულ რამ­დე­ნი­მე ნა­ნო­მეტ­რია. რენტგე­ნის სხი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ­მა ქი­მი­ურ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ეს ნა­ნოს­ფე­რო­ე­ბი შედ­გე­ბა რკი­ნის, სი­ლი­ცი­უ­მის, კალ­ცი­უ­მის, ალუ­მი­ნის, ნატ­რი­უ­მის და სხვა ელე­მენ­ტე­ბის­გან. მეც­ნი­ე­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად და­დას­ტურ­და ისიც, რომ "სის­ხლი­ან ჩანჩქერ­ში“ მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი ცო­ცხლო­ბენ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ სი­ცო­ცხლე ექ­სტრე­მა­ლუ­რად მძი­მე პი­რო­ბებ­შიც კი შე­უძ­ლი­ათ.

წყა­რო:  ambebi.ge