საქართველო-თურქეთის დაპირისპირებისას, დორტმუნდის ცენტრსა და საქალაქო პარკში, გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ზონები დაიხურება. მიზეზი, ძლიერი ქარის შესახებ მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული გაფრთხილებაა.

გაფრთხილების გამო, ასევე დღეს დახურულია საჯარო გულშემატკივართა ზონები კიოლნში, დუსელდორფსა და გელზენკირხენში.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოუწოდებს გულშემატკივრებს, რომლებსაც სტადიონის ბილეთები არ აქვთ, სახლში დარჩნენ.

თურქეთი და საქართველო F ჯგუფის პირველ შეხვედრას 20:00 საათზე გამართავენ.

bm.ge