საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საფრანგეთის სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით დასწია. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

"ეს გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს თვალსაზრისს, რომ ქვეყნის საჯარო ფინანსები საგრძნობლად შესუსტდება მომდევნო წლებში, იმის გამო, რომ პოლიტიკური ფრაგმენტაცია უფრო მეტად ხელს უშლის მნიშვნელოვან ფისკალურ კონსოლიდაციას", - აღნიშნავს სააგენტო.

წყარო: რუსთავი 2