რუსეთის სახელწმიფო დუმის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლიდან დეპუტატები მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ავტომობილებით გადაადგილდებიან.

დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით მოსკოვში სახელმწიფო მოხელეებმა უკვე დაიწყეს იმპორტული მანქანების რუსული ბრენდებით ჩანაცვლება. ვოლოდინის აზრით ეს გადაწყვეტილება "ხელს შეუწყობს რუსეთის ავტოწარმოების გაძლიერებას და შეამცირებს ბიუჯეტის ხარჯს ტრანსპორტზე".

რუსეთის ბაზარზე ამ დროისთვის ყველაზე მსხვილი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიებია Москвич, Лада, Аурус.