ესტონური კომპანია „ტალინა ლინატრანსპორტის“ (TLT) ცნობით, მოლდოვამ აუქციონზე შეიძინა ტალინის ძველი ტროლეიბუსები, რომლებსაც თავისი ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში გამოიყენებს.
აუქციონში კიშინიოვის მუნიციპალურმა საწარმო „რეჯია ტრანსპორტ ელექტრიკ“-მა გაიმარჯვა, რომელმაც რვა მონაწილეთა შორის ყველაზე უკეთესი შეთავაზება წარადგინა.
TLT-ის სამეურვეო საბჭოს წევრი, ანდრეი ნოვიკოვი მოხარულია, რომ ძველმა ტროლეიბუსებმა ახალი დანიშნულება შეიძინეს.
„ეს არის წრიული ეკონომიკის პრინციპის შესანიშნავი მაგალითი, როდესაც საზოგადობრივი ტრანსპორტი, რომელიც ერთგან აღარ გამოიყენება, სხვაგან ასრულებს თავის ფუნქციას“, - განაცხადა მან.
ტალინის მერის მოადგილის, კრისტიან იარვანის თქმით, ის ცოტა ხნის წინ შეხვდა კიშინიოვის მერის მოადგილეს და კარგად იცის იქ არსებული ვითარება.
„ევროპაში წარმოებული ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოლდოვასთვის მეტისმეტად ძვირია, რადგან ევროკავშირის მწარმოებლები ითვალისწინებენ გარემოს დაცვის მიზნებთან დაკავშირებით მათი კლიენტებისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს. ვინაიდან მოლდოვა ევროკავშირის წევრი არ არის, მას ასეთი ვალდებულებები არ გააჩნია და გარემოს დაცვის მაღალი სტანდარტების დაცვა არ მოეთხოვება“, - განაცხადა მან.
ტალინის ტროლეიბუსებმა ესტონეთის დედაქალაქში მუშაობა ამ შემოდგომაზე შეწყვიტეს. 2026 წელს ისინი სხვა თანამედროვე ტრანსპორტით ჩანაცვლდება.
წყარო: 1 არხი