კომპანია Mars-ი აგვისტოში M&M-ის ახალი ვერსიის გამოშვებას ხელოვნური საღებავების გარეშე გეგმავს. მასში ორი კლასიკური ფერი - ლურჯი და ყავისფერი - არ იქნება წარმოდგენილი, – წერს Wall Street Journal.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ხელოვნური საღებავების ბუნებრივი ალტერნატივებით ჩანაცვლება, როგორც ამას პოლიტიკოსები და ზოგიერთი მომხმარებელი ითხოვენ, მოსალოდნელზე გაცილებით რთული და ძვირი აღმოჩნდა.

პროექტი აღწერილია, როგორც „მრავალმილიონიანი ინიციატივა“, რომელშიც დაახლოებით 100 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან ზოგიერთი ექსკლუზიურად ლურჯ საღებავზეა ორიენტირებული. მაღალი ხარისხის ფერის მისაღწევად, კომპანიას წარმოების ნაწილობრივი რესტრუქტურიზაცია მოუწევს.

ზოგადი სურათი. კომპანიამ ჭარხლისა და კურკუმას გამოყენებით წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერის რეპროდუცირება მოახერხა, თუმცა ბუნებრივი ლურჯი ელფერის შექმნა ნამდვილ გამოწვევად იქცა. და რადგან ყავისფერსაც ლურჯი სჭირდება, M&M's-მა ორი დამახასიათებელი ფერი დაკარგა.

ვრცლად liga.net – ზე