მთავრობა ახალ სსიპ-ს - გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ქმნის.
18 ივნისით დათარიღებულ შესაბამის დადგენილებას ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.
დოკუმენტის თანახმად, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს.
დადგენილების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს უფროსის დანიშვნა, ასევე სააგენტოს დებულების დამტკიცება.
დადგენილება 2026 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდება.