2026 წლის იანვარ-მაისში თურქეთიდან საქართველოში 81, 447 მილიონი დოლარის ღირებულების, 3 363 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შარშან იგივე პერიოდში ქვეყანამ თურქეთიდან 65, 094 მლნ დოლარის, 1 888 ტონა მედიკამენტების იმპორტი განახორციელა.
დასახელებულ პერიოდში საქართველოში უცხოეთიდან სულ 295 მილიონ დოლარამდე ღირებულების მედიკამენტები შემოვიდა (მთელი იმპორტის 4 %), რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მაღალი მაჩვენებელია.
ზოგადად კი, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10, 4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3, 1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7, დოლარს (შემცირდა 1.9 პროცენტით).