მინდა, გავიმეორო სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველებისადმი და გამოგვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გავქვს ახალგაზრდების რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადბებისადმი და არსებითად ევროპული გზის ღალატისადმი, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონლად ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მაკრონმა ისაუბრა რუსეთის მხრიდან ევროპაში საარჩევნო პროცესზე განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებზე. ამის მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტმა მოიყვანა საქართველო, მოდლოვა და რუმინეთი.
„საქართველო გახდა მკაფიო თავდასხმის, მანიპულაციების მსხვერპლი. მე მინდა, გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველებისადმი და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გავქვს ახალგაზრდების რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისადმი და არსებითად ევროპული გზის ღალატისადმი, რაც არჩევნების შემდეგ მაშინვე მოხდა და ფუნდამენტურად, სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც უთხრეს ამომრჩევლებს კამპანიის დროს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.