24 ქვეყნიდან თითქმის 400-მა მილიონერმა და მილიარდერმა მიმართა მსოფლიო ლიდერებს, რათა საზოგადოების უმდიდრესი ფენების გადასახადები გაეზარდათ. მათი ღია წერილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინა დღეს გამოქვეყნდა, იტყობინება The Guardian.
წერილის ავტორები, მათ შორის მსახიობი მარკ რუფალო, მუსიკოსი ბრაიან ენო და კინოპროდიუსერი აბიგაილ დისნეი, ამტკიცებენ, რომ უკიდურეს სიმდიდრეს დამანგრეველი გავლენა აქვს. ისინი თვლიან, რომ ის აზიანებს პოლიტიკურ სისტემას, აღრმავებს სოციალურ გარიყულობას და ამწვავებს კლიმატის ცვლილებას.
„ექსტრემალური სიმდიდრის მქონე გლობალურმა ოლიგარქებმა იყიდეს ჩვენი დემოკრატიები, დაიპყრეს ჩვენი მთავრობები, ჩაახშეს ჩვენი მედიის თავისუფლება, დააწესეს ბლოკადა ტექნოლოგიასა და ინოვაციებზე, გააღრმავეს სიღარიბე და სოციალური გარიყულობა და დააჩქარეს ჩვენი პლანეტის განადგურება“, - ნათქვამია წერილში.