მილან–კორტინას ოლიმპიურმა თამაშებმა აშშ-ში დღეში საშუალოდ 23.5 მილიონი მაყურებელი მიიზიდა, რაც მას ყველაზე ყურებად ოლიმპიადად აქცევს 2014 წლის სოჭის თამაშების შემდეგ. ეს მონაცემები NBCUniversal-მა გაავრცელა.
საშუალო დღიური ყურებადობა 96 პროცენტით მეტია 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადასთან შედარებით, რომელსაც დღეში მხოლოდ დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი უყურებდა.
ყურებადობის სტატისტიკა მოიცავს აუდიტორიას სხვადასხვა პლატფორმიდან, მათ შორის NBC-ს, Peacock-ს, USA Network-ს, CNBC-ს და NBC-ის ციფრულ არხებს. NBC-ის განცხადებით, მონაცემები ეფუძნება “Nielsen-ის ოფიციალურ Big Data + Panel მაყურებლობის შედეგებს, Nielsen-ის წინასწარ მონაცემებს და Adobe Analytics-ის ციფრულ მონაცემებს“.
კვირას გამართული მამაკაცთა ჰოკეის ოქროს მედლის მატჩს კანადაში 8.7 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ქალთა ჰოკეის ოქროს მედლის მატჩს, ასევე აშშ-სა და კანადას შორის, საშუალოდ 5.3 მილიონი ადამიანი უყურებდა, ხოლო ოვერტაიმის დროს მაყურებლობის პიკმა 7.7 მილიონს მიაღწია.
თებერვალი წარმატებული თვე აღმოჩნდა NBC-სთვის, რომელმაც ამ პერიოდში ასევე გააშუქა სუპერ-ბოული (125.6 მილიონი მაყურებელი) და NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი (8.8 მილიონი მაყურებელი).
NBCUniversal ფლობს ოლიმპიური თამაშების მედია-უფლებებს აშშ-ში 2036 წლამდე.
მილან–კორტინას ოლიმპიურმა თამაშებმა აშშ-ში დღეში საშუალოდ 23.5 მილიონი მაყურებელი მიიზიდა(bm.ge)
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი უვიცია, აზრზე არ არიან, რა ხდება - კონფლიქტოლოგი ირანში მიმდინარე პროცესების გავლენაზე
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
დიქტატურები უნდა დასრულდეს! - სალომე ზურაბიშვილი
ემზადება თუ არა ბრიტანეთიი ახალი სანქციებისთვის - ექსპერტების მოლოდინი და კობახიძის შეფასება ბრიტანულ სანქციებზე
მე არ მჯერა, რომ ხელისუფლებას ვინმე სთხოვდა ომში ჩართვას, წარმოადგინონ დოკუმენტები - ვახტანგ ძაბირაძე