Warner Brothers-ის 103-წლიანი ისტორია სავსეა ლეგენდარული, საკულტო ფილმებით, სერიალებითა და ანიმაციური სურათებით. ბეტმენითა თუ სუპერმენით დაწყებული, ჰარი პოტერით და ჰობიტით დამთავრებული – Warner-ის პორტფელში დაუვიწყარი პერსონაჟების შთამბეჭდავ ჩამონათვალს შეხვდებით. აგრეთვე გასაოცარია იმ ფილმების სია, რომლებმაც წლების განმავლობაში არაერთხელ მოახდინეს კულტურული სენსაცია.

ამ ისტორიის გახსენების და Warner Brothers-ის გასხვისების მოლოდინში, გადავწყვიტეთ, თქვენთვის კომპანიის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების რეიტინგი შემოგვეთავაზებინა:

1. ბარბი (2023)
შემოსავალი: 1.5 მლრდ
ბიუჯეტი: $145 მლნ
IMDb: 6.8


2. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (2011)
შემოსავალი: 1.3 მლრდ
ბიუჯეტი: $125 მლნ
IMDb: 8.1

3. აქუამენი (2018)
შემოსავალი: 1.2 მლრდ
ბიუჯეტი: $160 მლნ
IMDb: 6.8


4. შავი რაინდის აღზევება (2012)
შემოსავალი: 1.1 მლრდ
ბიუჯეტი: $230 მლნ
IMDb: 8.4


5. ჯოკერი (2019)
შემოსავალი: 1.0 მლრდ
ბიუჯეტი: $55 მლნ
IMDb: 8.3

bm.ge