მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა ნიდერლანდურ Rabobank Group-თან ერთად ხელი მოაწერა აქციების შეძენის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს Rabobank-ის თურქული შვილობილის, Rabobank A.Ş.-ის შეძენას - ამის შესახებ განცხადებას თავად Kaspi.kz ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, Rabobank A.Ş. თურქეთში სრულად ლიცენზირებული ბანკია, თუმცა მას არ ჰყავს მსესხებლები და დეპოზიტარები და არ ფლობს ფილიალების ქსელს.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, Kaspi-ის მთავარი აქციონერები არიან მიხეილ ლომთაძე (22.6%), თავმჯდომარე ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds (24.7%).