Microsoft-ის მკვლევრები აცხადებენ, რომ შექმნეს პირველი „ტოპოლოგიური კუბიტები“ მოწყობილობაში, რომელიც ინფორმაციას მატერიის ეგზოტიკურ მდგომარეობაში ინახავს. ეს კი შეიძლება მნიშვნელოვანი გარღვევა იყოს კვანტურ კომპიუტინგში.

ამავე დროს, მკვლევრებმა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს პუბლიკაცია და სამომავლო სამუშაოს „საგზაო რუკა“. პროცესორ Majorana 1-ის დიზაინი მილიონ კუბიტზეა გათვლილი, რაც საკმარისია კვანტური კომპიუტინგის მრავალი მიზნის მისაღწევად — მაგალითად, კრიპტოგრაფიული კოდების გატეხა და ახალი მედიკამენტებისა და მასალების უფრო სწრაფად შექმნა.

თუ Microsoft-ის პრეტენზიები გამართლდება, კომპანიამ შეიძლება უკან ჩამოიტოვოს მეტოქეები — IBM და Google, რომლებიც ამჟამად ლიდერობენ კვანტური კომპიუტერის შექმნის რბოლაში.

თუმცა, Nature-ში გამოქვეყნებული პუბლიკაცია მკვლევართა მიერ მოთხოვნილის მხოლოდ ნაწილს ასახავს და საგზაო რუკა კი ჯერ კიდევ მრავალ დაბრკოლებას შეიცავს, რომლებიც უნდა დაიძლიოს.

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ის პრესრელიზი რაღაც ისეთს ასახავს, რაც კვანტური კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფა უნდა იყოს, არ არსებობს დამოუკიდებელი დადასტურება იმისა, რა შეუძლია მას. თუმცა, ახალი ამბავი Microsoft-ისგან მაინც ძლიერ იმედისმომცემია.

ამ ეტაპზე შეიძლება გარკვეული კითხვები გაგიჩნდეთ. რა არის ტოპოლოგიური კუბიტი? საერთოდ რა არის კუბიტი? და რატომ სურთ ადამიანებს კვანტური კომპიუტერები?

კვანტურ კომპიუტერებზე ოცნება 1980-იან წლებში გაჩნდა. თუკი ტრადიციული კომპიუტერი ინფორმაციას ბიტებში ინახავს, კვანტური კომპიუტერი ინფორმაციას ინახავს კვანტურ ბიტებში, იგივე კუბიტებში.

ჩვეულებრივ ბიტს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა 0 ან 1, მაგრამ კვანტურ ბიტს ორივეს კომბინაცია შეიძლება ჰქონდეს.

თუკი ჩვეულებრივ ბიტებს წარმოიდგენთ ისრის სახით, რომელიც შეგიძლიათ ზემოთ ან ქვემოთ მიმართოთ, კუბიტი არის ისარი, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულებით მიმართოთ (რასაც ზემოთას და ქვემოთას „სუპერპოზიციას“ უწოდებენ).

ვრცლად პირველ არხზე