2025 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25.347 მლრდ ლარს გაუტოლდა. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წლიურად 7.3% შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის მეორე კვარტალში 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

„2025 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (37.1 პროცენტი), განათლება (28.9 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.8 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.4 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.5 პროცენტი), მშენებლობა (-2.6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.