ახალი წესები მიზნად ისახავს მედიკამენტების დეფიციტის თავიდან აცილებას, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ევროკავშირის მასშტაბით ინოვაციების ხელშეწყობას.
ორ წელზე მეტი ხნის მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპარლამენტმა საბოლოო თანხმობა განაცხადა ევროკავშირის ფარმაცევტული კანონმდებლობის საფუძვლიან გადახედვაზე.
საბჭოს მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში დამტკიცებული ახალი წესები 20 წელზე მეტი ხნის კანონმდებლობას აახლებს. მათი მიზანია მედიკამენტების დეფიციტის თავიდან აცილება, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ინოვაციებისა და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხარდაჭერა, ასევე — ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) წინააღმდეგ ბრძოლა.