Advito-ს ახალი ანალიზის თანახმად, მესამე კვარტალში გასულ წელთან შედარებით ავიაბილეთების ფასები მთელ მსოფლიოში გაიზრდება. ყველაზე მკვეთრი ზრდა ევროპაშია მოსალოდნელი.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის ფასების ზრდაა. ადრე, ავიაკომპანიები სიტუაციას რისკების ჰეჯირებით ამსუბუქებდნენ. ახლა ასეთი ინსტრუმენტის ეფექტურობა მთავრდება. გადამზიდავებს გაზრდილი ხარჯები პირდაპირ მგზავრებზე გადააქვთ.
გარდა ამისა, ავიაკომპანიები გარკვეულ ბაზრებზე რეისების რაოდენობას ამცირებენ. ადგილების დეფიციტი და მიმდინარე შერწყმები ზღუდავს მიწოდებას, რაც ფასების ზრდას იწვევს.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე