მერაბ დვალიშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-თან კონტრაქტი გააფორმა. ქართველი სპორტსმენი აპრილში RAF 08-ის მთავარი შეხვედრის მონაწილე იქნება.

RAF თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, სადაც უახლოეს პერიოდში კიდევ ორი ქართველი მოჭიდავის დებიუტი იგეგმება – 28 თებერვალს გივი მაჭარაშვილი სტივენ ბიუქენენს დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბო ბასეტს შეხვდება.

Real American Freestyle-ი თავისუფალი ჭიდაობის ფორმატია ამერიკული ხედვით, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

მერაბ დვალიშვილის მეტოქე უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

პირველი არხი