მექსიკას სურს აშშ-თან სავაჭრო დაძაბულობის თავიდან აცილება, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.

შეინბაუმის თქმით, მას სურს, თავიდან აიცილოს აშშ-ის საქონელზე საპასუხო ტარიფების დაწესება, თუმცა ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა აშშ-თან მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი სხვა ზომების მისაღებად, თუმცა მექსიკური ინდუსტრიებისა და კომპანიების ინტერესების დაცვის გათვალისწინებით.

როგორც ცნობილია, აშშ მექსიკის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკას ტარიფები თებერვლის თვეში დაუწესა. ტრამპის თქმით, მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები გამოწვეულია, როგორც უკონტროლო მიგრაციით, ასევე იმით, რომ მექსიკა ვერ აჩერებს ფენტანილის შედინებას შეერთებულ შტატებში. თუმცა, მარტის თვეში ტრამპმა განაცხადა, რომ დროებით შეაჩერებდა მექსიკაზე ტარიფებს შეღავათის სახით და ქვეყნის პრეზიდენტის პატივისცემის ნიშნად.

1tv.ge