ილონ მასკის გლობალური თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემა Starlink ვენესუელას მოსახლეობას 3 თებერვლამდე უფასო ინტერნეტით მომსახურებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ The Economic Times წერს.
Starlink-მა ვენესუელას შეზღუდული დროით უფასო ინტერნეტი მას შემდეგ შესთავაზა, რაც შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო თანამდებობიდან გადააყენა, დააკავა და ბრალი წარუდგინა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, Starlink-ის გადაწყვეტილება უფასო ინტერნეტის მიწოდებაზე მიზნად ისახავს მოსახლეობის კომუნიკაციის მხარდაჭერას პერიოდში, როცა ქვეყანაში სავარაუდო ინფრასტრუქტურული და პოლიტიკური გამოწვევები დგება.