მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას და „სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის“ თანამდებობას ტოვებს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის არაოფიციალურ მრჩევლად დარჩება და თეთრ სახლში შეხვედრებზე დასწრებას შეძლებს, იტყობინება ABC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

მასკის გათავისუფლების პროცესი ოთხშაბათს საღამოს დაიწყო.

მაშინ მასკმა X-ზე (ყოფილი Twitter) პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ტრამპს ადმინისტრაციაში მუშაობის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) გუნდი ფუნქციონირებას გააგრძელებდა.

მასკის გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც მან მიაღწია 130-დღიან ლიმიტს, რომელიც დაშვებულია სამთავრობო სპეციალური დანიშნულების თანამშრომლებისთვის.

ვრცლად liga.net–ზე