Cybertruck Tesla-ს ერთ-ერთი გრძელვადიანი სამშენებლო პროექტია. მისი გამოშვების დრო არაერთხელ შეიცვალა და ფასიც გაიზარდა. საბოლოოდ, ელექტრო პიკაპების წარმოება 2023 წლის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ The Verge წერს.
კომპანია უკვე მუშაობს ტეხასის საწარმოო ხაზის ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვაზე. Tesla-ს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ პირველ პიკაპებს მფლობელებს გადასცემს ღონისძიებაზე, რომელიც მესამე კვარტალის ბოლოსაა დაგეგმილი. ამის შესახებ მან ინვესტორებთან საუბრისას თქვა.
„საწარმოო ხაზის ამოქმედებას დრო სჭირდება და ეს მართლაც ძალიან რადიკალური პროდუქტია. ის სხვა მანქანებისგან განსხვავებულია“, - აცხადებს მასკი.
Cybertruck-ის მახასიათებლებსა და ფასზე მასკმა არ ისაუბრა.
წელს პიკაპის მცირე პარტიები აეწყობა და გაიყიდება. მომავალ წელს მის მასშტაბურ წარმოებაზე გადასვლა დიდწილად იქნება დამოკიდებული ახალი პიკაპის აკუმულატორის საკმარის რაოდენობასა და ფასის ხელმისაწვდომობაზე.