„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლით რუსეთი შიმშილის იარაღად გამოყენებას ცდილობს, – აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯი ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ბევრ პრობლემას შექმნის ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში.

„სამწუხაროა, რომ რუსეთმა უარი თქვა შეთანხმების გაგრძელებაზე. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ბევრ პრობლემას შექმნის ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ჩვენი სოლიდარობის ხაზების პროექტით, რათა უკრაინული მარცვლეული ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ის საკვებად აუცილებელია. უნდა დავადანაშაულო რუსეთი ამ გადაწყვეტილებისთვის. ადამიანების შიმშილის იარაღად გამოყენება სრულიად გაუმართლებელია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.