მალტაში, 18-დან 20 წლამდე ახალგაზრდები, 6 თვის განმავლობაში სპორტული დარბაზებით უფასოდ ისარგებლებენ. მთავრობამ აბონემენტების შეძენა თავის თავზე აიღო. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ექვსთვიანი აბონემენტი სპორტულ დარბაზში, 225-დან 450 ევრომდე ღირს.
პროგრამა უახლოეს კვირებში ამოქმედდება. ჩინოვნიკები იმედოვნებენ რომ მისი დახმარებით, ახალგაზრდებს აქტიური ცხოვრების წესისადმი სიყვარულის ჩაუნერგავენ.
სიმსუქნის მსოფლიო ფედერაციის თანახმად, 2030 წლისთვის მალტაში ზრდასრული მოსახლეობის მესამედზე მეტს ჭარბი წონა შეაწუხებს.