2024 წლის მაისში, რუსეთიდან ევროპაში გაზის იმპორტმა, 2 წლის განმავლობაში, პირველად გადააჭარბა აშშ-ს მიწოდებას. ამის შესახებ Financial Times იუწყება.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს რუსული გაზზე უარის თქმა და ის შეერთებული შტატების გაზით ჩაანაცვლეს.

2022 წლის სექტემბერში აშშ-მ გადაუსწრო რუსეთს და ევროპის უმსხვილესი გაზის მიმწოდებელი გახდა.

თუმცა, 2024 წლის მაისში, ევროკავშირში რუსული გაზისა მიწოდებამ პირველად გადააჭარბა აშშ-ს იმპორტს, 2022 წლის შემდეგ და მთლიანი მოცულობის 15%-ს შეადგინა, ხოლო აშშ-ს მიწოდებამ - მხოლოდ 14%.

2022 წლიდან რუსეთი ევროპას გაზს მხოლოდ, თურქეთისა და უკრაინის გავლით, მილსადენით აწვდის. უკრაინასა და რუსეთს შორის სატრანზიტო ხელშეკრულებას ვადა ამ წელს ეწურება, რაც სავარაუდოდ ამ მარშრუტზე ნაკადებს შეაჩერებს.