ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული  სამომხმარებლო ფასები გერმანიაში მაისში ყოველწლიურად 6,3%-ით გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახური (Destatis) ავრცელებს.

Destatis-ის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებელი აპრილის 7.6%-თან შედარებით შემცირდა.

მონაცემები დაემთხვა როგორც წინასწარ შეფასებას, ასევე ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზებს. მაისის ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო 2022 წლის თებერვლის შემდეგ.