New York Times-ის ინფორმაციით, ნიკოლას მადურო გამოდის ინიციატივით და ვაშინგტონის გულის მოსაგებად, სამხედრო ინტერვენციაზე უარის თქმის სანაცვლოდ ვენესუელის ნავთობის და სხვა ბუნებრივი რესურსების გადანაწილებას, ასევე ამერიკას მოწინააღმდეგეებთან გაფორმებული ეკონომიკური ხელშეკრულებების შეწყვეტას სთავაზობს.
შტატების ერთერთ მაღალი რანგის ოფიციალურ პირს და მადუროს მთავარ მრჩევლებს შორის განხილული შეთანხმების მიხედვით, ვენესუელის ლიდერმა დონალდ ტრამპს შესთავაზა:
- ყველა არსებული და მომავალი ნავთობის, ასევე ოქროს პროექტის გახსნა ამერიკული კომპანიებისთვის.
- ამერიკული ბიზნესებისთვის პრიორიტეტული კონტრაქტების მიცემა.
- ვენესუელის ნავთობის ექსპორტის ნაკადის ჩინეთიდან ამერიკისკენ გადამისამართება.
- ენერგეტიკასა და სამთო-მოპოვებით სექტორში ჩინურ, ირანულ და რუსულ კომპანიებთან კონტრაქტების მკვეთრი შემცირება.