ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანებით ბელარუსის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება, რომლის მიზანი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე მოყვანაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო მზადყოფნის შემოწმება ბელარუსის უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელობით ტარდება.