პუტინი ეკონომიკურ ომს უფრო სწრაფად აგებს, ვიდრე სამხედრო უპირატესობას აღწევს უკრაინაში, - ამის შესახებ Telegraph-ის სტატიაში ვკითხულობთ.

გამოცემის მიხედვით, პუტინი სრულად გამოუვალ მდგომარეობაშია. ჩიხშია და შესაძლოა ახალი ომი დაიწყოს უკრაინასთან ომით გამოწვეული რუსეთის კოლაფსის დასაფარად.

"პუტინი ეკონომიკურ ომს უფრო სწრაფად აგებს, ვიდრე სამხედრო უპირატესობას აღწევს უკრაინაში. რუსეთის ზაფხულის შეტევის კამპანია ჩავარდა - საოკუპაციო არმია დღეში 800-1000 ადამიანს კარგავს, თუმცა კრემლმა ვერ შეძლო უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევა ან ომის მსვლელობის დინამიკის შეცვლა. რუსეთში არსებული კრიზისის და ნავთობის ინფრასტრუქტურის დაცვის უუნარობის საპასუხოდ, პუტინმა შესაძლოა ესკალაციას მიმართოს და ეძებოს ადვილი სამიზნეები, განსაკუთრებით ნატოს შიგნით. სიტუაცია თავად რუსეთში მოგვაგონებს პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, როდესაც ომისგან გამოწვეულმა დაღლილობამ გაანადგურა გერმანიის შიდა ფრონტი კაიზერის წარუმატებელი შეტევების შემდეგ. უკრაინული დრონები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რაც მოსკოვს აიძულებს, საწვავი შემოიტანოს ჩინეთიდან, ჩრდილოეთ კორეიდან და ბელარუსიდან," - წერია სტატიაშო