ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, რესტორანში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 12 დაშავდა.

 


მადრიდის მერის ცნობით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელი იყო.

 


იტალიურ რესტორანს ხანძარი 22 აპრილის ღამით გაუჩნდა. როგორც Reuters-ი იუწყება, ერთ-ერთმა თვითმხილველმა გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმტანმა პიცა აალებულ ქურაზე შემოდგა და ჭერს ცეცხლი წაეკიდა.

 


ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.