LVMH პირველი ევროპული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულება 500 მლრდ დოლარია. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის: Christian Dior-ი, Louis Vuitton-ი, Hennessy, Givenchy და სხვა ბრენდები. აქამდე ამ ნიშნულს, ძირითადად, ისეთი ამერიკული IT გიგანტები აღწევდნენ, როგორიცაა Apple და Google.

LVMH-ის  აქციების ფასის ზრდაზე გავლენა სამხრეთ კორეასა და ჩინეთში ძლიერმა გაყიდვებმა იქონია, სადაც მოთხოვნა ფუფუნების საქონელზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ორივე ქვეყანაში მკაცრი კოვიდ-შეზღუდვები მოიხსნა.

McKinsey ელოდება, რომ წელს გლობალური პრემიუმ ბაზარი კიდევ 5-10%-ით გაიზრდება.

აპრილის შუა რიცხვებში, LVMH მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ტოპ 10-ში მოხვდა. LVMH-ის საბაზრო ღირებულებასთან ერთად, გაიზარდა კომპანიის პრეზიდენტის, ბერნარ არნოს ქონებაც. ახლა ის 240 მილიარდ დოლარზე მეტია. წელს არნო Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ილონ მასკს გადაუსწრო და სიის სათავეში მოხვდა