გერმანული საავტომობილო ბრენდი Porsche ზედიზედ მეექვსე წელია მსოფლიო ლიდერად რჩება ლუქს სეგმენტში. ამის შესახებ Brand Finance იუწყება.

ბრენდის ღირებულება გასულ წელს 9%-ით გაიზარდა და $36,76 მილიარდი შეადგინა.

მეორე ადგილზე Louis Vuitton-ი დარჩა, რომლის ფასი 2022 წელს 12.2%-ით - $26.29 მილიარდამდე გაიზარდა.

სუნამოების მწარმოებელი Chanel-ი მესამე პოზიციაზე გადავიდა (+27%, $19,39 მილიარდამდე). მან მეოთხე ადგილზე აიყვანა იტალიური ტანსაცმლის ბრენდი Gucci, რომლის ღირებულებაც 1,5%-ით დაეცა და $17,84 მილიარდი შეადგინა.

Hermes დარჩა მეხუთე ადგილზე (+4,9% $14,165 მილიარდი).

Dior-მა მეექვსე ადგილზე (+46% $13,15 მილიარდამდე) გადაინაცვლა, ხოლო Cartier მეშვიდეზე (+1% $12,54 მილიარდამდე) ავიდა. მერვეზეა - Rolex-ი (+28,3%, $10,71 მილიარდამდე).

ამერიკული საიუველირო ქსელი Tiffany შარშან მე-11 ადგილიდან მეცხრე ადგილზე ავიდა, რომლის ბრენდის ღირებულება 10,2%-ით გაიზარდა და 7,43 მილიარდ დოლარს მიაღწია, ათეულში ბოლოა იტალიური - Ferrari, ოდნავ დაბალი მაჩვენებლით - 7,42 მილიარდი დოლარით.

ავტომობილების ყველაზე სწრაფად განვითარებადი ბრენდ Lamborghini-ს ღირებულებაც 2,2-ჯერ გაიზარდა წლის განმავლობაში. ის ახლა რეიტინგში მე-18 ადგილს იკავებს (ერთი წლის წინ 30-ზე იყო).

Brand Finance-ის რეიტინგში 50 კომპანიას შორის არის 12 ფრანგული, 15 იტალიური და 6 შვეიცარიული კომპანია. მას ასევე ჰყავს ხუთი წარმომადგენელი აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან.

რეიტინგში ორი ჩინური კომპანიაა - სასტუმროების ქსელი Shangri-La (29-ე ადგილი) და საიუველირო ბრენდი Lao Feng Xiang (30-ე ადგილი).