Reuters-ის ინფორმაციით,  გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს (LHAG.DE) თანამშრომლები გაიფიცნენ, რაც მოგზაურობისთვის დიდი დისკომფორტის შემქმნელია.

აქცია, რომელიც დილით 4 საათზე დაიწყო, გაგრძელდება ხუთშაბათამდე (07:10სთ-მდე) და დაახლოებით 100 000 მგზავრს შეეხება.

ისინი  ხელფასის გაზრდას ითხოვს 12,5%-ით ან მინიმუმ 500 ევროთი მეტს თვეში -12 თვის განმავლობაში,  დაახლოებით 25 000 თანამშრომლისთვის.  ასევე ითხოვენ  3000 ევროს გადახდას ერთჯერადად ინფლაციის კომპენსაციისთვის.