ფრანგულმა გიგანტმა L'Oreal SA-მ ბრიტანული ბრენდის Medik8-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა კანის მოვლის საშუალებების ბაზრის სწრაფი ზრდის ფონზე, – Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ L'Oreal-მა ორშაბათს, 9 ივნისს განაცხადა.
კერძო საინვესტიციო ფირმა Inflexion მინორიტარულ აქციონერად დარჩება, ხოლო Medik8-ის არსებული მენეჯმენტის გუნდი ფუნქციონირებას გააგრძელებს. გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ L'Oreal-ი კანის მოვლის სფეროში დიდ ინვესტიციებს დებს, განსაკუთრებით სოციალური მედიის, როგორიცაა TikTok, მიერ გაზრდილი ინტერესის ფონზე, სადაც ინფლუენსერები კრემებსა და შრატებს უწევენ პოპულარიზაციას. 2023 წელს კომპანიამ ასევე შეიძინა ავსტრალიური ბრენდი Aesop, რათა გაეძლიერებინა თავისი ფუფუნების კოსმეტიკის სეგმენტი.