ლონდონის რკინიგზის სადგური St. Pancras გეგმავს თავისი გამტარიანობის თითქმის სამჯერ გაზრდას, რათა 2030 წლისთვის ევროპისკენ ახალი სარკინიგზო მარშრუტები გაუშვას, მაგალითად ფრანკფურტში, ციურიხში და მილანში.

სადგური შეთანხმდა Eurotunnel–თან პარტნიორობაზე, რათა გააფართოოს მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მომსახურება.

Eurotunnel სთავაზობს ტრანსპორტირებას ლა–მანშის არხის ქვეშ გვირაბის გავლით რაც საშუალებას აძლევს ტურისტებს იმოგზაურონ დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპას შორის.

London St. Pancras ასევე ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ჩქაროსნული სარკინიგზო მომსახურებას დიდ ბრიტანეთსა და ევროპას შორის, წელიწადში შეუძლია შეამციროს წლიური გამონაბოლქვი, რომელიც ეკვივალენტურია წელიწადში 60,000 მოკლე მანძილზე ფრენის.

Eurotunnel აპირებს კონკურენცია გაუწიოს Eurostar-ს, რომელსაც ამჟამად აქვს მონოპოლია ლა–მანშის გავლით სარკინიგზო მომსახურებაზე. ალტერნატიული სარკინიგზო ოპერატორების გაჩენამ ასევე შეიძლება გააფართოოს მომხმარებლის უფლებები: მაგალითად, მგზავრებს მიეცემათ უფლება გადაიყვანონ თავიანთი შინაური ცხოველები მატარებლებში.

წყარო: 34travel.me