ლიეტუვაში სანქციების სიაში შეტანილი, SUEK Baltic ლიკვიდაციას უნდა დაექვემდებაროს. ამის შესახებ კომპანიის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

2022 წელს SUEK Baltic-მა ქვანახშირი მიჰყიდა ესტონეთსა და ლატვიას, სასუქები - პოლონეთსა და ლიეტუვას, მაგრამ 2022 წლის აპრილიდან კომპანია არ ფუნქციონირებს: ყველა კონტრაქტი შეწყვეტილია, თანამშრომლები გაათავისუფლეს, მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებები განახორციელეს.

2022 წელს SUEK Baltic-ის შემოსავალმა 6,3 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 2,5-ჯერ ნაკლებია 2021 წელთან შედარებით (15,6 მილიონი ევრო), ზარალმა 323 ათას ევროს მიაღწია.

2022 წლის ზაფხულში SUEK Baltic-ი ლიეტუვაში შევიდა იმ კომპანიების სიაში, რომლებიც ექვემდებარება დასავლეთის სანქციებს. ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურმა (SFCR) გამოაცხადა, რომ კომპანიის სახსრები გაყინულია რუს ბიზნესმენ ანდრეი მელნიჩენკოსთან კავშირების გამო.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სანქციები რუსულ ნახშირზე, SUEK Baltic-სა და მელნიჩენკოზე ამოქმედდა, ლიეტუვის სარკინიგზო კომპანია LTG Cargo-მ კომპანიის ტვირთის ტრანსპორტირება ლიტვის გავლით შეწყვიტა.

2022 წლის მარტში ანდრეი მელნიჩენკომ, ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ, SUEK-ის დირექტორთა საბჭო დატოვა და აღარ იყო კომპანიის ბენეფიციარი.  2021 წლის ბოლოს მელნიჩენკოს წილი SUEK-ის საწესდებო კაპიტალში 92,2% იყო. 2022 წლის მარტის შემდეგ ის 0%-მდე დაეცა.