ელექტრო სკუტერის სატარებლად დაზღვევაა საჭირო ისევე, როგორც მანქანისთვის – გადაწყვიტა ლატვიის პარლამენტმა. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც სკუტერის მძღოლებს ელექტრო სკუტერზე დადგომას მხოლოდ სადაზღვევო პოლისის გაფორმების შემდეგ ავალდებულებს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ელექტრო სკუტერებით ავარიების გაზრდის სტატისტიკა გახდა.
ისინი საშიშია არა მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთათვის – მაგალითად, გამვლელები ხშირად ზიანდებიან.