„პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსება მომავალ წელს ვერ გაიზრდება და გაიყინება“, - დაწერა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ („ახალი ერთობა“) პარასკევს, 6 სექტემბერს, X (ყოფილი „ტვიტერი“) ვებ-გვერდზე. კოალიციურმა პარტნიორებმა ამ წინადადებას უკვე დაუჭირეს მხარი.
„პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსება მომავალ წელს ვერ გაიზრდება და გაიყინება. კოალიციურმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირეს ჩემს წინადადებას სახელმწიფო დაფინანსების ინდექსაციის შეჩერების შესახებ, რომელიც ამჟამად მინიმალურ ხელფასთან არის დაკავშირებული“.
ადრე უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკური მომჭირნეობის პოლიტიკა სამინისტროებისგან ხარჯების შემცირების დაგეგმვას საჭიროებდა. აგვისტოს ბოლოს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საჯარო სექტორში მკაცრი ზომების შემოღების შესახებ, რაც საქონლისა და მომსახურების ხარჯების, ასევე ხელფასების ზრდის შეზღუდვას და ცნტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში საშტატო ერთეულების გაყინვას ითვალისწინებდა.
ასევე იგეგმება საგადასახადო ცვლილებების შემოღება ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებისთვის - უსაფრთხოებისთვის - დამატებითი თანხების მოძიების მიზნით. პარასკევს, 6 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მომავალ წელს საშემოსავლო გადასახადი, მინიმალური ხელფასი და დაუბეგრავი მინიმუმი გაიზრდება.
წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი