ავტოკონცერნი Jaguar Land Rover-ის რესტრუქტურიზაციის შემდეგ ბრენდი Jaguar-ი, როგორც პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია, აღარ იქნება.

ჯერ კიდევ ზაფხულში მწარმოებელმა გამოაცხადა 2030 წლამდე განვითარების ახალი სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მთლიანად ელექტრომობილებზე გადასვლა.

ამრიგად, რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, Land Rover-ის ბრენდი არსებობას შეწყვეტს და მის ადგილს ერთდროულად სამი ბრენდი დაიკავებს - Discovery, Range Rover და Defender.

Jaguar-ის ბრენდი აღარ იქნება პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი. სამაგიეროდ, ის ფოკუსირდება  ლუქს კლასის  მანქანების აწყობაზე. პირველი მოდელი იქნება სედანი, რომელიც  GT კლასის ელექტროძრავით, ის პოზიციონირებულია, როგორც ყველაზე ძლიერი იაგუარი ისტორიაში.

გარდა ამისა, გრძელი სახელწოდების Jaguar Land Rover-ის ნაცვლად მალე ოფიციალურად გამოიყენებენ შემოკლებით JLR-ს. ეს ცვლილებები აიხსნება ასეთი გრძელი სახელების მოუხერხებლობით. ხშირად საუბარში სრული Land Rover Range Rover Velar-ის ნაცვლად იყენებენ აბრევიატურას პირველი ორი სიტყვის გარეშე.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ რებრენდინგი მომხმარებლის აღქმაზე გავლენას არ მოახდენს.

ფლაგმანური მოდელები შეინარჩუნებენ MLA პლატფორმას და ელექტრო მხარდაჭერაც ექნება. ახალი მოდელები კი, თავის მხრივ, სრულად ელექტრო იქნება.