ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების მწარმოებელი იტალიური კომპანია, Lamborghini საბავშვო ეტლს, Reef AL Arancio-ს გამოუშვებს.

ინფორმაციას Creapills ავრცელებს.

საბავშვო ეტლის დიზაინი Lamborghini-ის ავტომობიელბის, კერძოდ, Huracán STO-ის ან Urus Performante-ის მოდელებით იქნება შთაგონებული. კომპანია მას ბავშვთა მოვლის ბრენდ Silver Cross-თან თანამშრომლობით გამოუშვებს.

ეტლის შეძენა 2025 წლის იანვრიდან გახდება შესაძლებელი, თუმცა რაოდენობა შეზღუდული იქნება და მხოლოდ 500 ეგზემპლარს შეადგენს.

ნარინჯისფერი ნაკერისა და მქრქალი შავი შასის (ჩარჩოს), ასევე, ავტომობილის სავარძლის მსგავსი ეტლი Lamborghini-ს დნმ-ს, ანუ ე.წ. გენეტიკურ მასალას იმეორებს.

გამოცემა წერს, რომ ამ გზით ბრენდი თავისი გავლენის გაფართოებას საკუთარი იმიჯის იმ პროდუქტებთან ასოცირებით გეგმავს, რომელიც ლოიალურ და ექსკლუზიური პროდუქტის მიმღებ აუდიტორიაზე არის ორიენტირებული.

bpn.ge