სამხრეთ კორეულმა კრიპტო ბირჟამ Bithumb-მა განაცხადა, რომ სარეკლამო კამპანიაში მონაწილე 249 მომხმარებელს შეცდომით გაუგზავნა 620 000 ბიტკოინი (მიმდინარე კურსით დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის ღირებულების).
Bithumb-მა განაცხადა, რომ მან დაუყოვნებლივ აღადგინა 618 212 ბიტკოინი და დააბრუნა მომხმარებლების მიერ გადარიცხული 1,788 ბიტკოინის 93%. ეს ნიშნავს, რომ ბირჟას ჯერ კიდევ დაახლოებით 125 ბიტკოინი აქვს დასაბრუნებელი.
„გვსურს განვმარტოთ, რომ ეს ინციდენტი არ არის დაკავშირებული გარე ჰაკერულ თავდასხმასთან ან უსაფრთხოების დარღვევასთან და არ არსებობს პრობლემები სისტემის უსაფრთხოებასთან ან მომხმარებლის აქტივების მართვასთან დაკავშირებით“, - ციტირებს Reuters-ი Bithumb-ის სიტყვებს.