საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.

ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.5%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 524 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთი ბიტკოინის ფასი კი ბირჟაზე 27 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

მომატებულია რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასიც და ის ამჟამად 1,640 დოლარს შეადგენს, თავად კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 197 მილიარდი დოლარია.

გასულ 24 საათში თითქმის 1%-ით გაიზარდა კრიპტოინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაციაც და მან $1.07-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ARK Invest-ის აღმასრულებელი დირექტორი კეტი ვუდი პროგნოზირებს, რომ კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 2030 წლისთვის 2100%-ზე მეტით გაიზრდება.

ვუდმა თქვა, რომ ფინანსური ინსტიტუტები სავარაუდოდ დაიწყებენ აქტიურ ინვესტირებას ბიტკოინში (BTC) და სხვა ციფრულ აქტივებში, რაც გამოიწვევს კრიპტო ბაზრის საერთო კაპიტალიზაციის ზრდას.