კორპორატიული მოგზაურებისთვის ავიაბილეთების ფასები 2025 წლის პირველ ნახევარში დაეცა, მაშინ როცა სასტუმროების ფასები მსოფლიოს უმეტეს რეგიონში გაიზარდა, – ამის შესახებ ნათქვამია FCM Consulting-ის ანგარიშში, რომელიც მომზადდა FCM Travel-ისა და Flight Centre Travel Group-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
ბიზნეს კლასის საშუალო ტარიფი მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე წლიურად 4%-ით შემცირდა, ხოლო ეკონომ კლასის ტარიფები 3%-ით.
მონაცემების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით სასტუმროებში ნომრის საშუალო ფასი წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე