ტექნოლოგიაზე მარტივი წვდომა, ბუნდოვანი საზღვრები სამუშაოსა და პირად სივრცეს შორის და სამსახურის დაკარგვის შიში ბევრს აიძულებს, რომ ზეგანაკვეთურად იმუშაოს, არ აიღოს შვებულება ან ბიულეტენი.

თუმცა, მსოფლიოს ზოგიერთ ქალაქში სიტუაცია სრულიად განსხვავებულია, კომპანიები მომუშავე პროფესიონალს სთავაზობენ შესაძლებლობას, რომ შეინარჩუნონ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და შვებულების გამოყენებით, ამის შესახებ Forbes Advisor-ის 2023 წლის რეიტინგშია ნათქვამი.

რეიტინგმა 128 ქალაქის მონაცემები შეადარა, რათა განესაზღვრა სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის ქულა. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უკეთესია ქალაქის სამუშაო-ცხოვრების ბალანსი.

რეიტინგში ევროპა ლიდერობს. 25 ქალაქიდან 20 საუკეთესო სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსით ევროპაშია. ამ სიის საუკეთესო ქალაქი სამუშაო და ცხოვრების ბალანსის ქულით არის კოპენჰაგენია (დანია) 100-დან 70.5 ქულით. კოპენჰაგენი გამოირჩევა ცხოვრების მაღალი სტანდარტით, დაბალი უმუშევრობით, 52-კვირიანი სადეკრეტო შვებულებით.

სიის ხუთეულში მოხვდა ევროპის ქალაქები ჰელსინკი, სტოკჰოლმი და ოსლოც მოხვდა კვირაში 30 საათიანი სამუშაო გრაფიკით. დისტანციური მუშაობის წილი ჰელსინკიში (ფინეთი) 50%-ზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ ტოპ 25-ში ევროპა დომინირებს, ოკეანიის ზოგიერთი ქალაქი ამაყობს ჯანსაღი სამუშაო და ცხოვრების ბალანსის ქულით.

ოკლენდი (ახალი ზელანდია) მე-5 ადგილზეა იმ ქალაქების სიაში, რომლებსაც საუკეთესო სამუშაო და ცხოვრების ბალანსი აქვთ. ოკლენდი საშუალოდ, 26,3 საათიანი სამუშაო კვირა და ერთწლიანი სადეკრეტო შვებულებაა.

ავსტრალიის ქალაქებში ბრისბენი (53.3), მელბურნი (53.1) და სიდნეი (51.4) საშუალო სამუშაო კვირა 32.4-დან 38 საათამდეა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი ერთადერთი აზიური ქალაქია, რომელიც ტოპ 25-ში მოხვდა. ქალაქი უსაფრთხო, მზიანი და ცხოვრების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.